Thursday, April 28, 2011
კრაკატაუ
კრაკატაუ (ინდო. Krakatau) — ყოფილი კუნძული და მოქმედი ვულკანი ინდონეზიაში, მდებარეობს ზონდის სრუტეში, იავას და სუმატრას კუნძულებს შორის.
ვულკანის და მიმდებარე ტერიტორიის შესწავლამ გამოავლინა ძლიერი პრეისტორიული აღმოფქვევების კვალი. ვულკანოლოგების აზრით, ერთ-ერთი უძლიერესი აღმოფქვევა 535 წელს მოხდა. ამ აღმოფქვევამ მთელ დედამიწის კლიმატზე იქონია გავლენა, რაც დენდროქრონოლოგებმა აღნიშნეს, პლანეტის სხვადასხვა ადგილებში უძველესი ხეების წლოვანების წრეების შესწავლისას. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ამ აღმოფქვევის შედეგად მოხდა ზედაპირის დიდი ნაჭრის ჩანგრევა, რის შედეგადაც ზონდის სრუტე შეიქმნა, რომელმაც სუმატრას და იავას კუნძულები გაყო.
ძლიერი ამოფქვევა დაფიქსირდა 1680 წ.
1883 წლის კატასტროფულმა აღმოფქვევამ კუნძულის უმეტესი ნაწილი გაანადგურა. ამოფრქვევით გამოწვეულმა ცუნამმა, რომლის სიმაღლე 40 მ-ს აღწევდა, კუნძულის 36 ათასზე მეტი მცხოვრები იმსხვერპლა, ხოლო ატმოსფეროს მაღალ ფენებში გაბნეული ვულკანური ფერფლი რამდენიმე წელიწადს შენარჩუნდა. აღმოფქვევა დაიწყო მაისის დასაწყისში. აგვისტოს ბოლომდე აფეთქებებით გამოიყო დიდი რაოდენობით ლავა, რასაც კრაკატაუს ქვეშ მიწისქვეშა კამერის დაცარიელება მოჰყვა. კულმინაციური სტადიის წინ, უკანასკნელი აფეთქება მოხდა 27 აგვისტოს. ფერფლის კოლონამ 30 კმ. სიმაღლეს მიაღწია. 28 აგვისტოს კუნძულის უდიდესი ნაწილი თავის სიმძიმის და წყლის წნეხის გამო ჩაინგრა ცარიელ სივრცეებში ზღვის დონის ქვემოთ, უზარმაზარი წყლის ოდენობის ჩათრევით, რომელმაც მაგმასთან კონტაქტის შედეგად გამოიწვია უძლიერესი ჰიდრომაგმატიკური აფეთქება. აფეთქების ნაკვალევი 500 კმ. მანძილზეც იქნა ნაპოვნი (ნამსხვრევების დაცემის ფართი 827000 კმ² აღემატებოდა). ამოფრქვევის ნარჩენებმა სტრატოსფეროში 55 კმ. სიმაღლეზე მიაღწია. გაზისა და ფერფლის კოლონა კი 70 კმ. ზე მეტ სიმაღლეზე, მეზოსფეროში ავიდა. ფერფლის დაცემა ხორციელდებოდა ინდოეთის ოკეანის აღმოსავლეთ მხარეს 4 მლნ კმ² ფართზე მეტს. მასალის ტევადობა 18 კუბურ კილომეტს აღწევდა. გეოლოგების შეფასებით აფეთქების სიმძლავრე 200 000 ჯერ აღემატებოდა აფეთქებას რომელმაც ჰიროსიმა გაანადგურა.
აფეთქების ხმა 4000 კმ. რადიუსში ისმოდა. სუმატრას და იავას სანაპიროზე ხმის დონე , მეცნიერების შეფასებით, 180 დეციბელს აღწევდა.
კუნძულისგან სამი პატარა ნაწილი დარჩა – კუნძულები რაკატა, სერგუნი, რაკატა-კეგილი.
ვულკანური ფერფლის საკმაოდ დიდი რაოდენობა წლების განმავლობაში ატმოსფეროში 80 კმ. სიმაღლეზე დარჩა და რიჟრაჟის საკმაოდ მაღალი შეფერილობის მიზეზიც იყო.
აფეთქების მიერ წარმოშობილმა ცუნამმა (რომელიც 30 მ აღწევდა) მეზობელ კუნძულებზე 36000 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, 295 დასახლებული პუნქტი ზღვამ წალეკა. ბევრი ამ დასახლებიდან, შესაძლებელია, ჰაერის ტალღის მიერ იქნა განადგურებული, რომელმაც ზონდის სრუტეში ეკვატორიალური ტყეების დაწოლა გამოიწვია, სახურავები ახადა, კარები შეანგრია ჯაკარტაში, რომელიც 150 კმ. აშორებდა კატასტროფის ადგილს. სრულიად დედამიწის ატმოსფერო რამდენიმე დღის განმავლობაში ამღვრეული იყო . საჰაერო ტალღამ სხვადასხვა მონაცემებით დედამიწას 7 დან 11 ჯერ მოუარა.
აგრეთვე დაფიქსირებულია უფრო სუსტი აღმოფქვევები (1927—1929, 1950—1952, 1966, 1992 წლებში და 1999 წლის 5 თებერვალს ).
ახალი ვულკანი რაკატას კუნძულზე, რომელიც კრაკატაუს აღმოფქვევის შემდეგ 1927 წელს წარმოიშვა ანაკ-კრაკატაუს უწოდებენ (ანაკ-შვილი)
Labels:
ვულკანი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment